ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები მონტაჟდება
ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები მონტაჟდება! შუქნიშნები ორ ლოკაციაზე: წმინდა ნინოს და თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინზე (აგრარული ბაზრის გადასახვევთან) და კოსტავას და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე (მეოთხე საჯარო სკოლის ასახვევთან) ეწყობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 140 000 ლარს შეადგენს