ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები დამონტაჟდა

18 ივლისი, 2020

ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები ჩაირთო! მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნები, ცენტრალურ გზაზე, ორ ლოკაციაზე: წმინდა ნინოს და თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინზე (აგრარული ბაზრის გადასახვევთან) და კოსტავას და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე (მეოთხე საჯარო სკოლის ასახვევთან) დამონტაჟდა, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის გამო საავარიო სიტუაციები ხშირად იქმნებოდა. მოუწერიგებელი მოძრაობა, ასევე პრობლემას წარმოადგენდა ქვეითებისთვისაც.  მონტაჟის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 140 000 ლარი შეადგინა.

გააზიარე