ქალაქ გურჯაანში, სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა.
ახალი შენობის გახსნისა და რეანომობილის გადაცემის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და გურჯანის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრნენ.