ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსების ეზოები მოასფალტდა

21 April, 2021

ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების მეორე ეტაპი დასრულდა.

 სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა „გზამშენი 15“ - მა შეასრულა. კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა, რისთვისაც, ჯამში, 935 000 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალი იყო, რომლის პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა. ქალაქ გურჯაანში სხვა, რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი, კორპუსების ეზოების მოასფალტება კი 2021 -2022 წელს იგეგმება.

 

გააზიარე