ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ სკვერის გამწვანება მიმდინარეობს

17 April, 2021

 ქალაქ გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ სკვერის გამწვანება მიმდინარეობს. დღეს, გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ვიცე-მერმა თეიმურაზ ზავრაშვილმა მიიღეს. სკვერში დაირგო: ტუიას, ფოტინიას, ემანიუსის და სხვა ჯიშის ნერგები. ასევე, განახლდა და მოეწყო სარწყავი სისტემა.

არსებული სკვერის განახლება გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ინიციატივით და თანამშრომლების ჩართულობით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გამწვანებასთან ერთად, იგეგმება სკვერში არსებული ინვენტარისა და სავალი ბილიკის რეაბილიტაციაც.

 

ული ინვენტარისა და სავალი ბილიკის რეაც.

გააზიარე