ქალაქ გურჯაანში ქოროღლიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანში, სტიქიით დაზიანებული ქოროღლიშვილის ქუჩის მიმდებარე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ასფალტის პირველი ფენის მოწყობა.
მთავრობის განკარგულებით, აღნიშნულ გზაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 355 550 ლარია გამოყოფილი.
ქოროღლიშვილის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციას შპს "მშენებელი" ახორციელებს.