ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

19 April, 2021

ქალაქ გურჯაანში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

4 სახეობის ნერგი - ფიჭვი, თელა, კედარი და ძელქვა, კურორტ "ახტალის", ზღუდრის, ქოროღლიშვილის, კოსტავას, გურამიშვილის და 9 აპრილის ქუჩებზე გადანაწილდა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ - თეიმურაზ ზავრაშვილმა მიიღეს.

გურჯაანში გამწვანების პროექტი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად 200-ზე მეტი ხე ირგვება.

ახლადდარგული ხეების მოვლაზე ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და გამწვანების განყოფილება იზრუნებს.

 

გააზიარე