ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში დასუფთავების აქცია გაიმართა

22 მარტი, 2021

დღეს, გურჯაანში დასუფთავების აქცია გაიმართა.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" თანამშრომლებმა ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მერის მოადგილემ სიმონ ქოჩარაშვილმაც მიიღეს.

დასუფთავების აქცია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინაციით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში იმართება.

გააზიარე