ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება

22 თებერვალი, 2023

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასევე კეთილმოეწყობა სკოლის ეზო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და ტენდერის პროცედურების დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 570 000 ლარამდე დაიხარჯება.

გააზიარე