ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კაჭრეთში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

25 აგვისტო, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ორსართულიანი შენობის პირველ სართულს ბიბლიოთეკა დაიკავებს, ხოლო მეორე სართულზე იფუნქციონირებს მუსიკალური, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ჭადრაკის წრეები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილებით 217 500 ლარით ფინანსდება.

ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს "ჯორჯიან ინჟინირინგი" ასრულებს.

 

გააზიარე