ქ. გურჯაანში თელავის თეატრის სპექტაკლი “გაჭედილები” გაიმართა
ქალაქ გურჯაანის კულტურის ცენტრში თელავის თეატრის სპექტაკლი “გაჭედილები” გაიმართა.
თელავის თეატრალური დასი გურჯაანს კახეთის ტურნეს „თელავის თეატრი 260 წლისაა - ტრადიცია გრძელდება“ ფარგლებში ესტუმრა.
სპექტაკლს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.