ქ გურჯაანში ბარნოვის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ქალაქ გურჯაანში ბარნოვის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში 200 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბეტონის ბორდიური და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს ენ-დი როუდმა შეასრულა.
გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 114 000 ლარით დაფინანსდა.