ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს სურსათი გადაეცათ

30 April, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს სასურსათე კალათები უკვე მეორედ გადაეცათ.  დღეს, 11 სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი კალათი 2252 ოჯახმა მიიღო, რისთვისაც 82 000 ლარი დაიხარჯა. მშობლებისთვის სურსათის გადაცემა ყველა წესის დაცვით წარიმართა.  შეგახსენებთ, რომ ამ ოჯახებმა, სასურსათო დახმარება მარტის თვეშიც მიიღეს, რაზეც 128 000 ლარი დაიხარჯა.  სასწავლო პროცესის შეჩერების პერიოდში, აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტების ბავშვების ოჯახებისთვის გადაცემის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა

გააზიარე