ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში, პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

27 ივლისი, 2023

გურჯაანში, პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობას 200 ახალგაზრდა იღებდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან.

ფორუმში მონაწილე სპიკერებმა, აუდიტორიას, თემაზე - „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი“ მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, გაიმართა “მრგვალი მაგიდა” ახალგაზრდებს შორის. ჟიურის მიერ გამოვლინდნენ საუკეთესი სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა ფორუმის თითოეულ მონაწილეს.

ფორუმის ფარგლებში, რომელიც კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა, მოეწყო გასტრონომიული გამოფენა, სადაც ფორუმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მათივე ქვეყნებში წარმოებული ნიშური ტკბილეული, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი საქართველოს პარლამენტის წევრი - გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცემა.

გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე ჟიურიმ საუკეთესო ქართველი და ევროპელი სპიკერი გამოავლინა.

ფორუმის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ინტელექტუალური კონკურსის “მრგვალი მაგიდის” გამარჯვებული გუნდი მარიამ ზედელაშვილის ლიდერობით, რომელსაც გადაეცა სპეციალური ჯილდო, ხოლო გუნდის წევრებს (გაგა ზირაქაშვილი, ქეთი ზირაქაშვილი, ეკატერინე ზვერიაშვილი, გოჩა ზედელაშვილი, თამარი თანანაშვილი, სოფიკო თამაზაშვილი და იაკუბ მაკოვსკი/Jakub Makowski) სერტიფიკატები.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის მიზანია ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოვება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ მხარდაჭერით ჩატარდა.

გააზიარე