გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა
გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა.
ჟიურის წევრები იყვნენ: მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფია ბანძავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მსახიობები - გუჯა ლორთქიფანიძე და "შონზო".
ნახევარფინალში 12 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში, შემდეგი გუნდები გადავიდნენ:
მეორე საჯარო სკოლის გუნდი " უნივერსალი";
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი "დარდიმანდი";
სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდი " ვიო ე";
I საჯარო სკოლის გუნდი " პიკი";
სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი " აშენდა";
სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის გუნდი "აუ, რა ჩავიცვა";
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.