გურჯაანში მცხოვრებ 6 შშმ პირს ეტლები გადაეცა
გურჯაანის ტექნოპარკში, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ამერიკელმა სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაატარეს.
ამერიკელმა სპეცილისტებმა - კალ რენდალი, შერონ რენდალი და ჯეფ რენდალი (ოკუპაციური თერაპევტი, რებილიტოლოგი და ტექნიკოსი), საქართველოში LDS Charities წარმომადგენლებთან დეილ და რეიჩელ პერრთან ერთად, ეტლების გამოყენების, ეტლის შერჩევის, ეტლის აწყობის და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
ტრენინგს კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც შშმ პირებთან პირდაპირი კონტაქტი აქვთ. მათ მოკლე სასწავლო კურსი უშუალოდ ამერიკელ სპეციალისტებთან გაირეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტი მერი ზურაბ უტიაშვილი, მერის მოადგილე ლერი გელენავა და მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი მაჩხაშვილი.
დღესვე, პროექტის ფარგლებში, გურჯაანში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლის მქონე 6 პირს ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მათ საჭიროებებზე მორგებული ეტლები უსასყიდლოდ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", რომლის ფარგლებშიც არაერთ შშმპ გაეწია დახმარება ეტლებით და სხვა დამხმარე საშუალებებით.