ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში მარტოხელა, ხანდაზმულ მოქალაქეებს მოხალისეები ეხმარებიან

16 April, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტების და საკვები პროდუქტის სახლში მიტანით ემსახურება.  სოციალურ აქციაში მერიის თანამშრომლებთან ერთად ის ახალგაზრდა მოხალისეებიც არიან ჩართულნი, რომლებმაც დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს. ახალგაზრდა მოხალესებმა ამ დრომდე დახმარება არა ერთ ხანდზმულს უკვე გაუწიეს.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მოხალისეებს: გიორგი ედიშერაშვილს, ნიკა ჩიბარაშვილს, თამარ გოგებაშვილს, მარიამ შიოშვილს და გიორგი მამულაშვილს ამ ინიციატივისთვის.  70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს, აღნიშნული მომსახურების მისაღებად შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე - 599 85 22 00 და გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერია და ახალგაზრდა მოხალისეები მათ დახმარებას აღმოუჩენენ.

გააზიარე