ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში მანსანკანის სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა

24 ივნისი, 2024

 

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა.

გუნდების გამოსვლა ჟიურიმ შეაფასა, რომლის გადაწყვეტილებით, ფინალში სოფლების: ვეჯინის, ახაშნის, მუკუზნის, ჩუმლაყისა და ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას .

ნახევარფინალურ თამაშს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი დაესწრნენ.

მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის ორგანიზებით 2018 წლიდან იმართება.

გააზიარე