გურჯაანში კოღოს საწინააღმდეგო შეწამლითი სამუშაობი ჩატარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კოღოს საწინააღმდეგო შეწამლითი სამუშაობი ჩატარდა. სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით, მუნიციპალიტეტის 20 - მდე სოფლის ტერიტორია დამუშავდა. კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა, რომელიც უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა.