ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

18 May, 2021

გურჯაანში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ქალაქის ქუჩებში ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მსახიობების მსვლელობა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ე.წ. ფლეშმობი მოეწყო.

ღონისძიება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

გააზიარე