გურჯაანში 20 ახალი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 20 ახალი სამაცივრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა დიდი ნაწილი მიმდინარე წლის ატმის სეზონისთვის მუშაობას დაიწყებს.
სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობის მშენებლობა შეღავათიანი აგროკრედიტით და გრანტით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, გურჯაანში, სხვადასხვა სახელმწიფო პრაგრამის დახმარებით, სამაცივრე მეურნეობების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა და უკვე გასულ წელს, მოსავლის დაბინავების პროცესში 22 სამაცივრე იყო ჩართული, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ატმის სეზონის წარმატებით ჩატარება.