ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანმა, მდგრადი ენერგეტიკის მსოფლიო კვირეული, ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში აღნიშნა

1 ივლისი, 2019

 გურჯაანმა, მდგრადი ენერგეტიკის მსოფლიო კვირეული, ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში აღნიშნა.

 ღონისძიების ფარგლებში:
გურჯაანის მერიის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსმა თამარ ფურცელაძემ, აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე - ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია;

 ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა - დავით ნადარეიშვილმა, ლექცია წაიკითხა თემაზე - ატომური ენერგია, მისი გამოყენების რისკები და საფრთხეები, ეკოლოგია და გარემოს დაცვა. საუბრის ბოლოს, დავით ნადარეიშვილმა, ტრადიციულად, კითხვები დასვა და 3D კალამი გაათამაშა.

 პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დაინტერესებულმა პირებმა ნახეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი "სვანური კოშკების საიდუმლო".

 მდგრადი ენერგეტიკის დღეების ფარგლებში, ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველოს ორგანიზებით, პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას, მაისურები და ჩანთები გადაეცა.

 ღონისძიებას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განათლების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ.

 შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გასულ წელს შეუერთდა მერების შეთანხმებას. მერების შეთანხმება ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა და აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. 
შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2030 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

გააზიარე