ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის სპორტკომპლექსში სასკოლო კომპლექსური სპარტაკიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

13 May, 2022

გურჯაანის სპორტკომპლექსში სასკოლო კომპლექსური სპარტაკიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

 სასკოლო სპარტაკიადა სპორტის შვიდ სახეობაში: – ჭადრაკში, ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში გაიმართა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის კომპლექსური სპარტაკიადის ჩემპიონობა სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები გადაეცათ.

დაჯილდოვდნენ სპორტულ სახეობებში გამარჯვებული და პრიზიორი სკოლების მოსწავლეებიც.

დაჯილდოების ღონისძიებაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლერი გელენავამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ფურცელაძემ, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა და ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ ხელმძღვანელმა გელა დალაქიშვილმა მიიღეს.

სასკოლო კომპლექსური სპარტაკიადა ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა.

გააზიარე