გურჯაანის სამუსიკო სკოლების მოსწავლეების წარმატება ფესტივალზე
ქალაქ თელავში გამართულ შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს - ფესტივალზე წარმატებას მიაღწიეს გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა.
ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის ვოკალურმა გოგონათა კვარტეტმა: მართა ხატიაშვილი, მარიამ არევაძე, თამარ ოდლომიშვილი, თიკა ვარდიაშვილი, პედაგოგი მაია ჩუგოშვილი, მეორე ადგილი დაიკავა. ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის მოსწავლე მარიამ ქევხიშვილი კი, პედაგოგი მარიამ პარწიკანაშვილი , შალვა დავითაშვილის ნაწარმოების ორიგინალური შესრულებისათვის დაჯილდოვდა.
გოგონათა კვარტეტი და მარიამ ქევხიშვილი მიწვეულნი არიან ქ.თბილისში, 24 ივნისს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში, კონკურსის ორგანიზატორის და დამფუძნებლის, ვიკა სირაძე - დავითაშვილის ორგანიზებით გამართულ გალა კონცერტზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს მიღწეულ შედეგს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!