ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საძოვრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა

16 აგვისტო, 2024

გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საძოვრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც დაინტერესებული მხარეები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში გაიმართა.

მუნიციპალიტეტის დონეზე საძოვრების მართვის გეგმის მთავარი მიზანია უზრუნველყოს საძოვრების მდგრადი და ეფექტური მართვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მართვის გეგმა მიზნად ისახავს საძოვრებით სარგებლობის, გარემოს დაცვის, ეკონომიკური მდგრადობისა და თემის განვითარების საჭიროებების დაბალანსებას. მუნიციპალური დონის საძოვრების მართვის გეგმამ უნდა უზრუნველყოს საძოვრების პროდუქტიულობისა და ეკოლოგიური მთლიანობის შენარჩუნება ან გაძლიერება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის (LDN) მიზნების მისაღწევად.

პროექტის ასევე ხელს უწყობს საპილოტე საძოვრის აღდგენის სადემონსტრაციო ღონისძიებების განხორციელებას სოფელ ნანიანში -რაც მოიცავს, 60 ჰა საძოვარზე კონტროლირებადი ძოვების სისტემის შემოღებას და ადგილობრივი მოსახლეობის სწავლებას. აღნიშნული საძოვრებით სარგებლობს 22 ბენეფიციარი შინამეურნეობის (82 მაცხოვრებელის) კუთვნილი 150 სული პირუტყვი.

პროექტი „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) მიერ. პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

გააზიარე