ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა

5 May, 2022

გურჯაანის საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა. აუზს ჩაუტარდა გეგმიური სანიტარული დასუფთავების სამუშაოები, განახლდა საშხაპეები, გასახდელები და სველი წერტილები.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში აღდგა პატარა აუზიც, სპეციალისტებმა გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები, მოიპოვეს ლიცენზია და საცურაო აუზით სარგებლობა ბავშვებს ახლა უკვე 2 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

გააზიარე