ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან დღემდე 6000-ზე მეტი აცრა ჩატარდა

27 დეკემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში, ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან დღემდე 6000-ზე მეტი აცრა ჩატარდა.

ვაქცინაციის მარათონი გურჯაანში ერთი თვეა დაიწყო და მასში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორია მონაწილეობს.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტი პირველია, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ტარდება და მოსახლეობის აცრაზე ხელმისაწვდომობა უპრეცედენტოდ გამარტივებულია.

 აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიებში, მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტურობის შესახებ აწვდის ამომწურავ ინფორმაციას, რის შემდეგაც ადგილობრივებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

 ვაქცინაციის მარათონი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ფრანგული სამედიცინო ცენტრის “კახეთი იონი”, აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

გააზიარე