ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

4 May, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.  თერმოსკრინინგი უტარდება როგორც ხალმხრავალ ობიექტებთან მყოფ და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს, ასევე ხორციელდება სახლებში ვიზიტები და მათი ადგილზე თერმოსკრინინგი.  გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის და სხვა სამსახურების თანამშრემლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს დეპუტატები და ა(ა)იპების თანამშრომლები ახორციელებენ. გურჯაანში თერმოსკრინინგი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

გააზიარე