ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარდაკიადის ფარგლებში ბოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა

25 May, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარდაკიადის ფარგლებში ბოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა.

ტურნირის ჩემპიონი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასის მფლობელი ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

მეორე ადგილზე გურჯაანის მეორე სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფურცელაძემ დააჯილდოვა.

ტურნირი ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა. ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 - ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ.

სასკოლო სპორტული სპარტაკიადა დასრულდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ექვს სახეობაში – ჭადრაკში, ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში გაიმართა.

 

გააზიარე