ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის? " XVI სასკოლო სერია დაიწყო

29 May, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის? " XVI სასკოლო სერია დაიწყო.

თამაშში 13 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობს, რომლის პირველი და მეორე ტური 28 მაისს, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით, ღია სივრცეში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. თამაშის დაწყებამდე კი მოთამაშეებმა თერმოსკრინინგი გაიარეს.

"რა? სად? როდის?" სასკოლო ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.

XVI სასკოლო სერია ხუთ ტურად გაიმართება და ფინალში ოთხი ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე 6 გუნდი ითამაშებს. გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად, სიმბოლური პრიზი "ბროლის ბუ" გადაეცემა.

I და ll ტურის შედეგები კი ასეთია:

I - ტური:

9 - ქ.გურჯაანის IV საჯარო სკოლა, "1121";
5 - სოფ. არაშენდის საჯარო სკოლა, "A priori";
3 - სოფ. ველისციხის საჯარო სკოლა, "Akatsuki";
2 - ქ.გურჯაანის II საჯარო სკოლა, "შავი ორდენი";
2 - სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა, "Error 404" ;
2 - სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლა, "ესპადა";
2 - სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლა, "პიგმაLion" ;
1 - სოფ. კარდენახის საჯარო სკოლა, "მრგვალი მაგიდა";
1 - სოფ. მელაანის საჯარო სკოლა, "ევრიკა";
1 - სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა, "Freedom Writers";
1 - ქ. გურჯაანის I საჯარო სკოლა, "ფენიქსის ორდენი";
1 - სოფ.ჯიმითის საჯარო სკოლა, "ნიკე";
0 - სოფ. შაშიანის საჯარო სკოლა, "ბუ";

II - ტური:

8 -ქ. გურჯაანის II საჯარო სკოლა, "შავი ორდენი";
8 - სოფ. მელაანის საჯარო სკოლა, "ევრიკა";
6 - ქ.გურჯაანის IV საჯარო სკოლა, "1121";
6 - ქ. გურჯაანის I საჯარო სკოლა, "ფენიქსის ორდენი";
6 - სოფ. ველისციხის საჯარო სკოლა, "Akatsuki";
5 - სოფ. არაშენდის საჯარო სკოლა , "A priori";
4 - სოფ.ბაკურციხის საჯარო სკოლა, "Error 404";
4 - სოფ. ვაზისუბნის საჯარი სკოლა "ესპადა";
3 - სოფ. კარდენახის საჯარო სკოლა, "მრგვალი მაგიდა";
3 - სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა, "Freedom Writers";
2 - სოფ. ჭანდრის საჯარო სკოლა, "პიგმაLion";
2 - სოფ. ჯიმითის საჯარო სკოლა, "ნიკე";
2 - სოფ. შაშიანის საჯარო სკოლა, "ბუ" ;

XVI სასკოლო სერიის I ტურში ინდივიდუალური შეკითხვა გამოიცნო ერთმა მოაზროვნემ:
გეგა ფრიდონიშვილი - მელაანის საჯარო სკოლა, "ევრიკა" ;

 

გააზიარე