ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროგრამის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ორი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

11 May, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროგრამის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში ორი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ გურჯაანში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 465 012 ლარია, მოხდება შენობის სრული განახლება. სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს „აი სი ემ ჯი” ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულოს.

სრიგპ პროგრამის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 1 879 999 ლარია, მოეწყობა 3 კმ - მდე სიგრძის ახალი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადილობრივი ბიზნესის განვითარებას, ხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს გაუადვილებს გადაადგილებას, შეამცირებს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს.

 პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ხორციელდება.

გააზიარე