ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში COVID- 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია გრძელდება.

9 თებერვალი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში COVID- 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, მასობრივი აცრები ამჯერად ვაზისუბანსა და ჩუმლაყში ჩატარდა. ვაქცინაციის პარალელურად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და მედპერსონალის ჩართულობით, საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და იმ წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ რომელიც ამჟამად ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200 - ლარიანი წახალისება თებერვლის თვეშიც გაგრძელდება. ასევე, 50 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

გააზიარე