ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სავარგულების გზების გაწმენდა დასრულებულია

17 ივნისი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ჭანდარსა და ძირკოკში, 15 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სავარგულების გზების გაწმენდა დასრულებულია.

დღეს გაიხსნა სოფელ გურჯაანის სავარგულებთან დამაკავშირებელი მილხიდიც, რომელზეც რთული რელიეფის გამო სპეციალურმა ტექნიკამ ორი დღის განმავლობაში იმუშავა.

საუბნო გზებისა და ხევების გაწმენდის სამუშაო კვლავ აქტიურად გრძელდება.

გააზიარე