ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერთი კვირის მანძილზე 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

27 ნოემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში, ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან დღემდე 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის მარათონი გურჯაანში ერთი კვირაა დაიწყო და მასში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორია მონაწილეობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაკომპლექტებულმა სპეციალისტთა ჯგუფმა ადგილობრივ მედიკოსებს ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ და კვალიფიციურად წარმართვისთვის საჭირო ტრენინგი ჩაუტარა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი პირველია, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ტარდება და მოსახლეობის აცრაზე ხელმისაწვდომობა უპრეცედენტოდ გამარტივებულია. მომავალი კვირიდან პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება, ჩაერთვებიან დამატებითი მობილური ჯგუფები, რაც ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობას მკვეთრად გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიებში, მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტურობის შესახებ აწვდის ამომწურავ ინფორმაციას, რის შემდეგაც ადგილობრივებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

ვაქცინაციის მარათონი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე