ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო სამუშოები მიმდინარეობს

28 April, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო სამუშოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შედეგად, რომელზეც 11 999 999 ლარი დაიხარჯება, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებს შეუფერხებელი წყალმარაგება ექნებათ. სამუშაოებს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, კომპანია "ინ-სი" ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს სოფლების: კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, სოფელ გურჯაანის, ჭანდრის და ძირკოკის უწყვეტი წყალომამარაგების უზრუნველსაყოფად. სოფლების - ბაკურციხისა და კარდენახის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებზე კი ტენდერია გამოცხადებული.

გააზიარე