ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ვაუჩერის განაღდების, (საქონლის მიწოდების) მსურველ პირთა რეგისტრაციის პირობები

24 April, 2024

დანართი #1

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ვაუჩერის განაღდების, (საქონლის მიწოდების) მსურველ პირთა რეგისტრაციისა და მათი მიმწოდებლად შერჩევის პირობები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია (ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი #13) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით, სასწავლო ნივთებით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტექნიკით მხარდაჭერა;

2. „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა;

3. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

4. ქვეპროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში დევნილის ან ლტოლვილის სტატუსის მქონე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N31 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი #4 - ით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;

5.  ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველ პირთა შერჩევას განახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 02 მარტის Nბ90.902306110 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებელ პირთა შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ფასთა კლების პრინციპის (უფრო დაბალი ფასის) დაცვით, პრეტენდენტის მიერ, მათთვის სპეციალურად შემუშავებული საქონლის ფასთა ცხრილის წარმოდგენის საფუძველზე;

6. მე-5 პუნქტში მითითებული სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილ პირთან, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, თითოეულ კატეგორიაში, საუკეთესო პრეტენდენტთან დადებს შესაბამის ხელშეკრულებას;

7. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებაში, მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე, ერთი ან რამდენიმე მიმართულების მითითებით;

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ელ. მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) შესაბამისი საქონლის განფასება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფასთა ცხრილის საშუალებით;

დ) ამონაწერი, სსიპ საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

8. „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველმა დაწესებულებებმა, განაცხადითა და ამ განცხადებით დადგენილი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ ელექტრონულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ელ. მისამართზე (info@gurjaani.gov.ge) ან/და მატერიალურად მისამართზე (ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. #13);

 

„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სასაქონლის განფასების ცხრილები, ანაზღაურების წესის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია განთავსებულია მერიის ვებ-გვერდზე, www.gurjaani.gov.ge და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality?mibextid=ZbWKwL

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულად მისამართზე (info@gurjaani.gov.ge), ტელეფონზე (0353221223) ან/და მისამართზე (ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. #13);

 

 

გააზიარე