ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მიმდინარე თვიდან, დასუფთავების გადასახადის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს

28 იანვარი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მიმდინარე თვიდან, დასუფთავების გადასახადის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს.

გურჯაანში, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისთვის სააბონენტო სისტემა ამოქმედდა და აბონენტები მიმდინარე დავალიანებების შესახებ შეტყობინებას ყოველთვიურად მიიღებენ.

Შეგახსნებთ, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, №23 დადგენილებით არის განსაზღვრული, Რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარს (არა უმეტეს 2 ლარი) შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების მიხედვით გაანგარიშდება.

გააზიარე