ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის პირველი სამუშაო დღე

27 ოქტომბერი, 2021

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება არჩილ ხანდამაშვილისგან ოფიციალურად გადმოვიბარე და შევუდექი ჩემი საქმის შესრულებას.

ვფიქრობ, თითოეული გურჯაანელის უშუალო ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით, მომავალი 4 წლის განმავლობაში ყველა იმ საკითხის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად იყო დაყენებული სხვადასხვა სოფელში.

დიდი სურვილი მაქვს, რომ გურჯაანის განვითარებულ, მოწესრიგებულ და ლამაზ ევროპულ ქალაქად გადაქცევაში ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა.

თქვენი ნდობა, ჩემთვის უდიდესი სტიმული და პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, მთელ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარებისკენ მივმართავ, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ!

გააზიარე