ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ლერი გელენავა დაინიშნა

9 დეკემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის მოადგილედ ლერი გელენავა დაინიშნა.

ლერი გელენავა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, ზედამხედველობის სამსახურსა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს უხელმძღვანელებს.

მერის მოადგილე ასევე კოორდინაციას გაუწევს შემდეგი ა(ა)იპების საქმიანობას: ა(ა)იპ ,,გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება", ა(ა)იპ ,,გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება", ა(ა)იპ ,,სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომა", ა(ა)იპ ,,გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი", ა(ა)იპ „გურჯაანის მოსწავლე ახალგაზრდობის საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ცენტრი“, ა(ა)იპ ,,მრავალჟამიერი 1 ", ა(ა)იპ „გურჯაანის სამხატვრო სკოლა,“ ა(ა)იპ ,,გურჯაანის სპორტული გაერთიანება", ა(ა)იპ ,,გურჯაანის ეროვნული ცეკვის ანსამბლი - ,,გურჯაანი", ა(ა)იპ ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური", ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება“.

ლერი გელენავა 2019 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველის თანამდებობას იკავებდა.

გააზიარე