ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.

16 ივნისი, 2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება და სტიქიით გამოწვეული შედეგების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

გააზიარე