ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში, ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი იწყება

15 April, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში, ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი იწყება.

სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსმა ნიკა ბარამიამ მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მათ გადამზადების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს.

პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

 

გააზიარე