გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილური ჯგუფები შეიქმნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოახდნენ ბიზნეს ობიექტების გაფრთხილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ამოქმედებული რეგულაციების შესახებ. მობილური ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში გაუწევენ მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას, რომლის შესაბამისად უნდა განაგრძონ საქმიანობა.
მობილურ ჯგუფებს, რომლებშიც ა(ა)იპ -ების თანამშრომლები შედიან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი უხელმძღავნელებს და გაუწევს კოორდინაციას.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ძალაში შევიდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
• 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
• მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
• რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.
• ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
• ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
• სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
შესაბამისად, ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სავაჭრო ობიექტი, დაწესებული რეგულაციების შესაბამისად აგრძელებს საქმინობას, კვების უბიექტები კი გადავიდნენ მიტანის/გატანის სერვისზე. დროებით შეჩერებულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა, ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა.