ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის პირველ კვარტალში, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენაზე დახმარების ქვეპროგრამით, 322 ბენეფიციარს გაუწია დახმარება

24 April, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების შეძენაზე დახმარების ქვეპროგრამით 322 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, სამ თვეში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 314 ლარია გაცემული.

აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლია: გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრებ მოქალაქეს/ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000. ასევე, მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილეებს, მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს, 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და A-ტიპის დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, თირკმლის დაავადების III-V სტადიის მქონე პირებს, მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტს და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს.

 

გააზიარე