ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის პირველ კვარტალში (იანვარი- მარტი), სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1619 ბენეფიციარს გაუწია დახმარება

7 May, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის პირველ კვარტალში (იანვარი- მარტი), სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1619 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 375 037 ლარია გაცემული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა მოიცავს:

✔️მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
✔️ახალშობილთა დახმარება;
✔️0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფა;
✔️ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;
✔️ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციის თანადაფინანსება;
✔️სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;
✔️ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება;
✔️მოქალაქეთა უფასო კვებით უზრუნველყოფა;
✔️ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება;
✔️უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება;
✔️უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებშის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსება;
✔️უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
✔️100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარება;
✔️ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;
✔️ელექტროენერგიის საფასურის თანაგადახდა;
✔️სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;
✔️შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარება;
✔️უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება;

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1 875 500 ლარია გამოყოფილი.

 

გააზიარე