გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 29 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განახორციელა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 29 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განახორციელა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა: ბაკურციხეში, ჭანდარში, ვაზისუბანში, მუკუზანში, ნანიანში, კაჭრეთში, სოფელ გურჯაანში, ზემო კაჭრეთში, ჯიმითში, კალაურში, ქალაქ გურჯაანში, ჩუმლაყში, ველისციხეში, ვაჩნაძიანში, ვეჯინში, კარდენახსა და მელაანში.
2020 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირებული საუბნო გზების საერთო სიგრძე 21 კილომეტრს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის ბიუჯეტიდან, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის 16 685 241 ლარი დაიხარჯა.