ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლების: ვეჯინისა და ძირკოკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს

12 სექტემბერი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლების: ვეჯინისა და ძირკოკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის მიხედვით 220 მეტრამდე სიგრძის გზაზე და ეზოებში შესასვლელებში მოეწყობა ცემენტობეტონის საფარი, ასვე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.

მიმდინარე სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 230 000 ზე მეტი დაიხარჯება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ენ-დი როუდი" ასრულებს.

გააზიარე