გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დროებით დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდა
მოქალაქეთა საყურადღებოდ‼
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერია დროებით გადავიდა დისტანციური შრომის რეჟიმზე.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ და გამოიყენოთ შემდეგი საკომუნიკაციო საშუალებები:
ელ.ფოსტა: Info@gurjaani.gov.ge
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის-არჩილ ხანდამაშვილის ოფიციალური Facebook გვერდები:
➡https://bit.ly/2W6G8QA
➡https://bit.ly/2vfEpxb
ტელეფონის ნომრები:
577 53 36 42;
577 67 87 29;
595 21 22 94;
ასევე გაცნობებთ, რომ დროებით წყვეტს მუშაობას მერიაში ყველა მუდმივმოქმედი კომისია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციებით: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია“ - ტელ: 577 36 49 20; 599 80 05 41;
ფუნქციონირებას ჩვეულებისამებრ გააგრძელებს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით მომსახურების სფეროები და ა(ა)იპ "მოქალაქეთა თანადგომა".
კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის შესახებ ინფორმაცია: https://www.moh.gov.ge/ka/
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, გისურვებთ ჯანმრთელობას!