გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს სტაჟირებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებში
სტაჟირების შედეგად შეირჩევა 16 სტაჟიორი მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
1. ადმინისტრაციული სამსახური - 2 სტაჟიორი;
2. შიდა აუდიტის სამსახური - 2 სტაჟიორი;
3. ეკონომიკის სამსახური - 2 სტაჟიორი;
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 სტაჟიორი ;
5. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2 სტაჟიორი;
6. იურიდიული სამსახური - 3 სტაჟიორი, მათ შორის, ერთი იურიდიულ განყოფილებაში,
ხოლო ორი - ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების
განყოფილებაში;
7. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური
- 2 სტაჟიორი;
8. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - 1 სტაჟიორი.
სტაჟირებაზე მიღების და სტაჟირების გავლი პირობები:
1. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი
სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.
2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ
მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
3. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა 2019 წლის 27 ოქტომბრამდე მერიაში უნდა
წარმოადგინოს:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) რეზიუმე (CV);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
4. სტაჟიორთა შერჩევა განხორციელდება მერთან, მერის შესაბამის მოადგილესთან და
შესაბამისი პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან
გასაუბრების შედეგად.
5. გასაუბრება ჩატარდება განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ორი კვირის
შემდეგ, გასაუბრების დრო და ადგილი წინასწარ ეცნობება კანდიდატს მის მიერ
მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
6. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს მერი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი განსაზღრავს
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
7. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების
მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
8. სტაჟირების ვადა შეადგენს ექვს თვეს.
9. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე.
10. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს მერიის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის
სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე
გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალას, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით
(ელექტრონული საშუალებებით და სხვა);
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები;
ე) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული
წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
11. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა
ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების
პრინციპი.
12. სტაჟირების შეწყვეტა
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის
ადგილზე გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება.
13. სტაჟირების დასრულება
14. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის
რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟიორის დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების
წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.