ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურს  სოფლების: ვაზისუბნის, მუკუზანის, ზეგაანის, ახაშენისა და კარდენახის  შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებლების დიზაინის შესარჩევად

10 April, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურს  სოფლების: ვაზისუბნის, მუკუზანის, ზეგაანის, ახაშენისა და კარდენახის  შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებლების (შემოსასვლელების) კონსტრუქციის ან/ და ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით:

 

  1.  ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს დიზაინი/ესკიზი:

 

სოფლების შესასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზები უნდა გამოხატავდეს თითოეულ სოფელის ხასიათს, კულტურას და ისტორიას.

ესკიზზე უნდა იყოს განთავსებული სწრაფადაღქმადი შემდეგი სახის ინფორმაცია:

- უნდა იკითხებოდეს წარწერა ტერიტორიული ერთეულის - სოფლის დასახელებით ქართულად და ინგლისურად, ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას;

- ტერიტორიულ ერთეულში არსებული ყურძნის მიკროზონების დასახელება ან/და ვიზუალური

გამოსახვა სადაც გათვალისწინებული იქნება დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

კონსტრუქცია უნდა იყოს არაუმცირეს 2 მეტრის და არაუმეტეს 3 მეტრი სიმაღლის და ინვაზიური მასალის, რათა ეკოსისტემამ არ გამოიწვიოს მისი დაზიანება, ღამის განათებით, ყველა სხვა სახის ტექნიკური დეტალი უნდა იყოს ესკიზში მითითებული;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა ითვალისწინებდეს მისი დამზადებისთვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობას და კონსტრუქცია/ნაგებობის აშენების/მოწყობის ფიზიკურ შესაძლებლობას.

კონცეფცია რომელიც შეესაბამება ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნას უნდა მოიცავდეს და იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ტექსტურ, ასევე ვიზუალური მასალების გამოყენებით და დაერთოს ერთი ან რამოდენიმე ესკიზი.

 

2. კონკურსით შესარჩევი ესკიზების რაოდენობა:

 

კონკურსით შეირჩევა:

კონკურსის შედეგად შეირჩევა 5 დიზაინის ესკიზი, რომელთაგან თითოეული სოფლის შესასვლელისათვის განკუთვნილი იქნება ერთი ესკიზი;  

 

3.  ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის განთავსების ლოკაციებია:

 

სოფელ ვაზისუბანში შესასვლელში - ერთი ცალი

სოფელ მუკუზანში შესასვლელში  -  ერთი ცალი

სოფელ ზეგაანში შესასვლელში -  ერთი ცალი

სოფელ ახაშენში შესასვლელში  - ერთი ცალი

სოფელ კარდენახში შესასვლელში - ერთი ცალი

 

4. ანაზღაურების ოდენობა და წესი:

კონკურსის შედეგად შესაძლოა ხუთივე სოფლის შესასვლელისათვის შერჩეული იქნას ერთი კონკურსანტის წარმოდგენილი ხუთი განსხვავებული დიზაინის ესკიზი, ან სხვადასხვა სოფლისთვის სხვადასხვა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ესკიზები. შესაბამისად, კონკურსში შესაძლოა გამოვლინდეს ერთი ან მეტი გამარჯვებული. გამარჯვებულ კონკურსანტთან/კონკურსანტებთან გაფორმდება ხელშეკრულება ესკიზის შესყიდვის თაობაზე. მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ესკიზის ღირებულება განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ფასის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხუთივე ესკიზისათვის ჯამში - 9800 ლარისა, ხოლო თითოეული ესკიზისათვის შესაბამისად - არაუმეტეს 1960 ლარისა, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისა და ხარჯის ჩათვლით ჩათვლით.

5. კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

მეწარმე ფიზიკურ პირს - ინდივიდუალური მეწარმე;

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

 

კონკურსანტის მიერ განაცხადის გაკეთების ვადა და წარმოსადგენი ინფორმაცია:

 

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსიის გამოცხადების დღიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით megvineobismunicipaliteti@gmail.com , უნდა წარმოადგინონ:

  • სავალდებულო:  
  •  
  • ინფორმაცია კონკურსის მონაწილის შესახებ და  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის დიზაინი ესკიზის/ესკიზების სახით  ელექტრონული ფორმით 3D ფორმატში, ასევე მატერიალური სახით A3 ფორმატით;
  • განმარტებითი ბარათი, კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ესკიზში გამოყენებული ფერების, გამოსახულებების, სიმბოლოებისა და გამოსაყენებელი მასალის მნიშვნელობის, ასევე ესკიზის/დიზაინის შესაბამისობის შესახებ მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ძირითად პირობებთან.
  • დიზაინის/ესკიზის ფასი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი.
  •  
  • სასურველი:
  • ინფორმაცია ესკიზზე მომუშავე პირის/პირთა ჯგუფის განათლების შესახებ, განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
  • ინფორმაცია ესკიზზე მომუშავე პირის/პირთა ჯგუფის მსგავსი საქმიანობის გამოცდილების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;

 

  1. კონკურსანტს უფლება აქვს, თავისი სურვილის შესაბამისად წარმოადგინოს,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის ერთზე მეტი ესკიზი/დიზანი, თუმცა ანაზღაურებული იქნება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული მხოლოდ ერთი ესკიზის/დიზაინის ღირებულება.

 

  1. ონკურსის მონაწილის შეფასების კრიტერიუმები, შეფასების პროცედურა და კონკურსის ეტაპები:
     
    1. კონკურსის მონაწილის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პროცედურა:   

      საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ორი მესამედისა;
      კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად;
      უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომლის წარმოდგენილი ესკიზიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს და გამოირჩევა ვიზუალური ეფექტით;
      უპირატესობად მიიჩნევა აგრეთვე  საკონკურსო განაცხადში მითითებულ ღირებულებაზე დაბალი ფასის შემოთავაზება;
      გამარჯვებულად მიიჩნევა კონკურსანტი, რომელიც შეირჩევა სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმათა  ორი მესამედისა.
      კონკურსის შედეგად შესაძლოა ხუთივე სოფლის შესასვლელისათვის შერჩეული იქნას ერთი კონკურსანტის წარმოდგენილი ხუთი განსხვავებული დიზაინის ესკიზი, ან სხვადასხვა სოფლისთვის სხვადასხვა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ესკიზები. შესაბამისად, კონკურსში შესაძლოა გამოვლინდეს ერთი ან მეტი გამარჯვებული.

 

სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით.

 

მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას კონკურსზე შემოსული ესკიზები საჯაროდ განათავსოს მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე ან/და ფეისბუქის გვერდზე, ესკიზის ავტორის მითითებით, ან მის გარეშე, ავტორთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი მის მიერ წარმოდგენილი დიზაინის/ესკიზის საჯაროდ განთავსების წინააღმდეგია, მან აღნიშნულის შესახებ საკონკურსო სამუშაო ჯგუფს უნდა განუცხადოს დიზაინის/ესკიზის წარმოდგენისთანავე.

კომისია მუშაობისას და გადაწყვეტილების მიღებისას არის დამოუკიდებელი და ესკიზის საჯაროდ განთავსების შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ესკიზთან დაკავშირებით გამოხატული შეფასებები არწარმოადგენს საკონკურსო კომისიის მიერ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელ ცალსახა პირობას.

მეორე საკითხი -კონკურსის გრაფიკის შედგენა

კომისიის წევრებმა იმჯსჯელეს და ერთხმად შეთანხმდნენ, რომ კონკურსი გამოცხადდეს და ჩატარდეს შემდეგი გრაფიკით:

10 აპრილი - კონკურსის გამოცხადება - გურჯაანის მუნიციპალიტეტის „Facebook“ გვერდისა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის  საშუალებით;

11 აპრილიდან 11 მაისამდე -  განაცხადების მიღება;

11 მაისიდან 25 მაისამდე  - განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა;

 

საკონტაქტო პირი   

ლელა ჩეკურიშვილი  577 157 175

გააზიარე