ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 13 მარტი, 2024
დასრულების თარიღი: 27 მარტი, 2024

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ

________________________

 

აუქციონის დაწყება - დამთავრება  13.03.2024წ. 12:00 - 27.03.2024. 17:00

 

1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების  მიზნით  გატანილია

 

  1.  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები:

 

-  ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე, 10 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.01.62.672. ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 1 103 (ერთიათას ასსამი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 331  (სამასოცდათერთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 56 (ორმოცდათექვსმეტი) ლარი.

 ობიექტის აღწერილობა:

მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

 

- ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.01.58.636. ღირებულებით - 3 310 (სამიათას სამასათი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 993  (ცხრაასოთხმოცდაცამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 166 (ასსამოცდაექვსი) ლარი.

 ობიექტის აღწერილობა:

მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

 

  1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები:

 

-   ავტომანქანა - OPEL VECTRA B, ჰეტჩბეკი, სახელმწიფო ნომერი - TF 810 FF, გამოშვების წელი - 1996,   

ღირებულებით - 6 000 (ექვსიათასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 1 800 (ერთიათას რვაასი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 300 (სამასი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა მუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს შეკეთებას.

 

-   ავტომანქანა - OPEL OMEGA B, სედანი, სახელმწიფო ნომერი - IAA 031, გამოშვების წელი - 1997,    ღირებულებით - 1 000 (ერთიათასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 300 (სამასი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 50 (ორმოცდაათი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

-   ავტომანქანა - OPEL OMEGA B, სედანი, სახელმწიფო ნომერი - USU 902, გამოშვების წელი - 1996,    ღირებულებით - 4 200 (ოთხიათას ორასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 1 260 (ერთიათას ორასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 210 (ორასათი) ლარი.

 აღწერილობა:

მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

-   ავტომანქანა - NISSAN PATHFINDER, მაღალი გამავლობის, სახელმწიფო ნომერი -  TF 420 FF,           გამოშვების წელი  1999, ღირებულებით - 9 200 (ცხრაათას ორასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 2 760 (ორიათას შვიდასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 460 (ოთხასსამოცი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

-    ავტომანქანა - VAZ 31061, სედანი, სახელმწიფო ნომერი -  MN 990 MM. გამოშვების წელი  1989, ღირებულებით - 900 (ცხრაასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 270 (ორასსამოცდაათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 45 (ორმოცდახუთი) ლარი.

 აღწერილობა:

მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

-    ავტომანქანა - VAZ 21214, მაღალი გამავლობის, სახელმწიფო ნომერი -  MN 417 MM. გამოშვების წელი  2006, ღირებულებით - 2 100 (ორიათას ასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 630 (ექვსასოცდაათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 105 (ასხუთი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა მუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს შეკეთებას.

 

-    ავტომანქანა - KIA SPORTAGE, მაღალი გამავლობის, სახელმწიფო ნომერი -  CO 837 OC, გამოშვების           წელი  2009, ღირებულებით - 10 500 (ათიათას ხუთასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 3 150 (სამიათას ასორმოცდაათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 525 (ხუთასოცდახუთი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა მუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს შეკეთებას.

 

-    ავტომანქანა - MERCEDES - BENZ C 280, სედანი, სახელმწიფო ნომერი -  TF 421 FF, გამოშვების წელი           1995, ღირებულებით - 5 300 (ხუთიათას სამასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 1 590 (ერთიათას ხუთასოთხმოცდაათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 265 (ორასსამოცდახუთი) ლარი.

  აღწერილობა:

 მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

  1.  პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, დემონტაჟის პირობით, საპრივატიზაციოდ, შენობაზე მიმაგრებული მიწის გარეშე, გატანილია:

 

- ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საკვამური მილი ს.კ. 51.01.58.253 (განაშენიანების სავარაუდო ფართია - 30 კვ.მ) საწყისი  საპრივატიზებო ფასი - 1 524 (ერთიათას ხუთას ოცდაოთხი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო   ფასის 30%  - 458 (ოთხასორმოცდათვრამეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 77  (სამოცდაჩვიდმეტი)  ლარი.

ობიექტის აღწერილობა:

 შენობა-ნაგებობა არის საკვამური მილი, ექვემდებარება დემონტაჟს.

 

- სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.08.59.644 (შენობის განაშენიანების სავარაუდო ფართია - 167 კვ.მ ) საწყისი საპრივატიზებო  ფასი -  0 (ნული) ლარი.   განისაზღვროს   „ბე“  - 50 (ორმოცდაათი) ლარის, სავაჭრო ბიჯი - 10 (ათი)  ლარის ოდენობით.

ობიექტის აღწერილობა:

შენობა-ნაგებობა  ძველია, არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას.

 

 

აუქციონის პირობა:

 

  • შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის პირობით, მიმაგრებული მიწის გარეშე;

 

  • აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ორი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება  და მოსწორება;

 

  • განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის  მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით ( 1 ლარი - 1კვმ-ზე).

 

2)  პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით გატანილია:

 

ა)  ქ. გურჯაანსა და სოფელ ვაჩნაძიანში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული, გამოუსადეგარი ლითონის  ნივთები - ჯართი.

 

    1 ტონა ჯართის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 436,5 (ოთხას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი. „ბე“ - საწყისი   საპრივატიზაციო ფასის 30% - 131 (ასოცდათერთმეტი ) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 22 (ოცდაორი) ლარი.

          ჯართის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

აუქციონის პირობა :

 

-     შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია ჯართი ადგილზე დათვალიერება.

 

-     ჯართის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 1 (ერთი) ტონა 

       ჯართის  ფასი.

 

-     მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის ჯართი.

 

-     მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   30 (ოცდაათი)  კალენდარული  დღის  

       ვადაში, საკუთარი     ხარჯებით,   მუნიციპალიტეტის   წარმომადგენელის   თანდასწრებით,   

       მოახდინოს    ჯართის გადაწონვა,  რის     შემდეგაც    მოხდება   სარეალიზაციო  ქონების  ზუსტი  

       წონისა და შესაბამისად, ზუსტი  ღირებულების დადგენა.

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

  • მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

ბ)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქ. N 58/ა-ში მდებარე, ე.წ. „საქმიან ეზოში“ განთვსებული, გამოუსადეგარი პლასტმასის  ნარჩენი.

 

1 ტონა პლასტმასის ნარჩენის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 600 (ექვსასი) ლარი.  „ბე“ - საწყისი

საპრივატიზაციო ფასის 30% - 180  (ასოთხმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 30 (ოცდაათი) ლარი.

           პლასტმასის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

     აუქციონის პირობა :

 

-      შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია პლასტმასის ნარჩენ ადგილზე დათვალიერება.

 

-    პლასტმასის ნარჩენის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 1 (ერთი) ტონა პლასტმასის ფასი.

 

-  მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის პლასტმასის ნარჩენი.

 

-   მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   30 (ოცდაათი)  კალენდარული  დღის  ვადაში, საკუთარი ხარჯებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის თანდასწრებით, მოახდინოს   ნარჩენის გადაწონვა, რის შემდეგაც მოხდება სარეალიზაციო ქონების ზუსტი წონისა და შესაბამისად, ზუსტი ღირებულების დადგენა.

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი

სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

-   მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

 

  1.   ელექტრონულ აუქციონზე, იჯარით გაცემის მიზნით გატანილია სოფელ გურჯაანში მდებარე 2786კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, ს.კ. 51.10.65.162. ღირებულებით - 19 163 (ცხრამეტი ათას ას სამოცდასამი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 1200 (ერთიათას ორასი) ლარი. „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 360 (სამას სამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 60 (სამოცი) ლარი,  საიჯარო ვადა - 5 წელი.

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ბანკში ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

- ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  ოქმი.

 

- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების    დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება.

 

  პრივატიზების შემთხვევაში

 

 - გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში  

   გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -        

    GE16LB0121192433146005

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება.

 

-  ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადაეცემა საკუთრების

    უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

-  ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

-  დამატებითი ინფორმაციისათვის  შეგიძლია დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 599 85 22 88. ასევე, დარეკოთ  

    ცხელ ხაზზე -  1420.

 

 

იჯარის შემთხვევაში

 

- საწყისი თანხა შეადგენს ქონების იჯარით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო ქირას.

 

- აუქციონში გამარჯვებულმა, 15 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ორი თვის საიჯარო ქირის 

  გადახდა სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე - 300503047.

 

- აუქციონში გამარჯვებული, ორი თვის საიჯარო ქირის გადახდის შემდეგ, ქონების მესაკუთრესთან   

   აფორმებს საიჯარო ხელშეკრულებას.

 

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

 

 

 

 

გააზიარე